ახალი ამბები
ზუგდიდში პროევროპული პროტესტი გრძელდება (ფოტო)
უწყვეტი აქციების 51-ე დღეს, ზუგდიდში მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ.

ისინი აქციაზე, ტრადიციულად, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, ასევე, საპროტესტო ბანერებით მივიდნენ და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ.

პროტესტის მონაწილეების მოთხოვნები კვლავ უცვლელია - დაინიშნოს ახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ "რეჟიმის" პოლიტპატიმრები, მათ შორის ზუგდიდში დაკავებული აქტივისტები.

"თავისუფლება ჩვენს პოლიტპატიმრებს, მარიამს, კერენს. აქ არის მიკოც, რომელსაც 5000 ლარი გამოუწერეს. 5000 ლარი რომ გადაიხადოს, ნიშნავს იმას, რომ მან მთელი ერთი წელი იშიმშილოს, არასრულწლოვან შვილთან ერთად. ამისთვის ვწირავთ ჩვენ ადამიანებს და რის გამო. ერთმა არასრულფასოვანმა ცნობიერების ადამიანმა რომ რეპრესიული კანონი მიიღო. თუ მიიღეს მანიფესტაციაში მონაწილეობის ამკრძალავი კანონი, მათ მოუწევთ ამის აღსრულება და ასე აღასრულებდნენ საბჭოთა სისტემაშიც რეპრესიულ კანონებს. სანამ ეს პროტესტის მუხტი არსებობს, პირიქით, მათაც უნდა გვითხრან მადლობა, რადგან რეპრესიული პოლიტიკა ყველასთან მიდის. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად. პოლიტიკური პატიმრებიც აუცილებლად იქნებიან გარეთ. დიდება საქართველოს", - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას "სამართლიანი არჩევნების" რეგიონულმა ხელმძღვანელმა დავით ლოგუამ.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში, პერმანენტული საპროტესტო აქციები იმართება.

ამავე თემაზე:

სასამართლომ აქციაზე პიროტექნიკის გამოყენებისთვის მასწავლებელი 5000 ლარით დააჯარიმა

ზუგდიდში მასწავლებელი დააკავეს (ფოტო/ვიდეო)

ზუგდიდში აქციაზე მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა დააკავეს

ზუგდიდში პროტესტის 48-ე დღეს კვლავ პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ახალ არჩევნებს ითხოვენ (ფოტო)

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აქციის მონაწილეები ბალაკლავას ტარებისთვის დააჯარიმა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.