ახალი ამბები
ტყვარჩელში 300 მეტრიანი მავთული მოიპარეს, მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, - "ჩერნომორენერგო"
ტყვარჩელის რაიონში, ელექტროენერგიის გათიშვის დროს, აკარმარას ფიდერთან 300 მეტრის სიგრძის მავთული მოიპარეს.

ინციდენტის შედეგად, 6 დასახლებული პუნქტი, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ინფორმაციას „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს. ამავე ცნობით, მათ უკვე მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, 9 იანვრიდან, ელექტროენერგიის მიწოდებაზე ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. გრაფიკის თანახმად, დენი დღე - ღამის განმსვლობაში, 6 საათით ითიშება.

აფხაზური ენერგოკომპანიის დირექტორმა, იანვრის დასაწყისში განაცხადა, რომ ლექტროენერგიის მიმდინარე მოხმარების გათვალისწინებით, სოხუმმა შესაძლოა 18 თებერვლამდე ამოწუროს მოსკოვისგან მიღებული „სოციალური ნაკადის“ ლიმიტი.

ცნობისთვის, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის ჰუმანიტარული ნაკადის მიწოდება 2024 წლის 23 დეკემბერს დაიწყო.

2024 წლის ნოემბრის დასაწყისში, მოსკოვმა სოხუმს უფასო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა.

11 დეკემბრიდან მოსახლეობას დღისით არასრული სამ საათით მიეწოდებოდა დენი, ღამით კი 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.

აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანიას გადადგომის და ე.წ. პარლამენტის მიერ მოსკოვთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ჩაგდების შემდეგ, რუსეთმა სრულად შეუჩერა დე ფაქტო რესპუბლიკას დაფინანსება.

უკვე წლებია, სოხუმი ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებს. ადგილობრივი ენერგოკომპანია ამის მიზეზად ელექტროქსელებზე გაზრდილ დატვირთვას და ინფრასტრუქტურის ცვეთას, სრული გამრიცხველიანების არარსებობას, ელექტროენერგიაზე დაბალ ტარიფებს, მოსახლეობის ნაწილის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობას და კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგს ასახელებს.

ინფორმაციისთვის, ზამთრის თვეებში ენგურჰესი, ძირითადად, აფხაზური მხარის საჭიროებებს აკმაყოფილებდა. მხარეებს შორის არსებული შეთანხმება გამომუშავებული რესურსის 60/40-ზე პარიტეტით გადანაწილებას გულისხმობს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
18 / იანვარი 2025
საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა, რევაზ კაკულიამ, თანამდებობა დატოვა.
18 / იანვარი 2025
დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში "კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენელის, მარიამ სიჭინავასა და აქტივისტ კერენ ესებუას პროცესი გაიმართა.
18 / იანვარი 2025
დღეს, 18 იანვარს, თბილისში, მოქალაქეები სოლიდარობას უცხადებენ ზუგდიდელ აქტივისტ ქალებს, რომლებიც არაერთხელ დააჯარიმეს აქციაზე ნიღბის ტარების და ფეიერვერკის გამოყენების გამო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.