ახალი ამბები
სოხუმში რუსეთის მიერ ფსოუს ე.წ. საზღვარზე დაწესებულ შეზღუდვებს ეხმიანებიან
რუსული მხარის მიერ ფსოუს საგუშაგოზე დაწესებული შეზღუდვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სოხუმი განცხადებას ავრცელებს. 

მედიაში გავრცელებული ცნობებით, შეზღუდვები ეხება „აფხაზეთის მოქალაქეებს“, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობაც აქვთ; ამასთან, „საზღვრის“ დამრღვევებს - რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ე.წ. საზღვარს „აფხაზური პასპორტებით“ კვეთენ, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები რუსეთის შესაბამის უწყებებთან. „ამ დროისთვის აფხაზეთ-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის რეჟიმში ცვლილებები არ არის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აფხაზური მხარის განცხადებით, „ფაქტობრივი საზღვრის“ გადაკვეთის პროცედურა რეგულირდება 2009 წლის 2 ოქტომბრის „სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებით მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის შესახებ“. ამ დოკუმენტის მიხედვით, მოქალაქეებს შეუძლიათ გამოიყენონ ნებისმიერი მოქმედი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მათ ვინაობას და დაადასტურებს „აფხაზეთის ან რუსეთის მოქალაქეობას“.

„საგარეოს“ განცადებით, რუს კოლეგებთან კონსულტაციების შემდეგ, ისინი გაავრცელებენ დამატებით ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

აფხაზეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია ადრეც გაჩნდა.

2024 წლის თებერვალში კრასნოდარის ტერიტორიის რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა გამოაქვეყნა კომენტარი, რომლის თანახმადაც, 2024 წლის 1 მარტიდან „ორმაგი მოქალაქეობის“ მქონე პირები ფსოუზე „საზღვრის“ გადაკვეთას მხოლოდ რუსული და არა ე.წ. „აფხაზური“ პასპორტით შეძლებენ.

ოკუპირებული აფხაზეთის არჩეულმა ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე ორმაგი მოქალაქეობის საკითხების გადაწყვეტის საკითხი დააყენა.

პუტინი მას დაჰპირდა, რომ პროგრამა გაგრძელდება და შესაბამისი საკითხები „გადაიხედება“.

რუსული მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები 243 ათასი ადამიანიდან 130 ათასზე მეტს რუსეთის მოქალაქეობა აქვს.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.