ახალი ამბები
შიშველი ტორსის გამო გაგრაში რუსი ტურისტის დაჭრის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს - ს ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქის კონსტანტინე ბელოზეროვის სხეულის დაზიანებების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, წერს „აიაირა“ .

გამოძიების ინფორმაციით, 13 მარტს, დაახლოებით 15:30 საათზე, გაგრაში, არძინბას გამზირზე, დაუდგენელმა პირმა „მტრული დამოკიდებულების საფუძველზე“ ესროლა ბელოზეროვს და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

ამავე ცნობით, ბელოზიოროვი გაგრის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს მარცხენა ფეხის დაზიანებებით.

გაგრის რაიონულმა სამმართველომ გამოძიება 15 მარტს დაიწყო, მასალები კი დე ფაქტო შსს-ს საგამოძიებო დეპარტამენტს 24 მარტს გადაეცა.

მანამდე, ტელეგრამის არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 13 მარტს, რუსეთის მოქალაქე კონსტანტინ ბელოზიოროვი მეუღლესთან ერთად გაგრის ერთ-ერთ კაფეში იმყოფებოდა, რა დროსაც, იქ ადგილობრივი ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, იური ხაგუში მივიდა, თანმხლებ პირებთან ერთად.

მან, ბელოზიოროვს შენიშვნა მისცა იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი კაფეში შიშველი ტორსით შევიდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე „წესების დაცვა” მოსთხოვა, რასაც ბელოზიოროვსა და ხაგუშს შორის, სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რომელიც საბოლოოდ ფიზიკურში გადაიზარდა და გასროლით დასრულდა.

დაჭრილი რუსეთის მოქალაქე, თავდაპირველად გაგრის საავადმყოფოში მოათავსეს, შემდეგ სოხუმში გადაიყვანეს, ხოლო მოგვიანებით – სოჭის საავადმყპფპს რეანიმაციულ განყოფილებაში.

ტელეგრამის არხების ცნობით, გაგრაში მომხდარი ინციდენტიდან სულ რაღაც სამი დღის შემდეგ სოხუმში ორ ადგილობრივი დაიჭრა ცეცხლსასროლი იარაღით ოჯახური კონფლიქტის დროს.

მეორე დღეს კი სოფელ ლიხნიში იყო სროლა , რა დროსაც, კიდევ ორი ადამიანი დაშავდა.

მედიის ცნობით, 13-დან 17 მარტამდე ოკუპირებული აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ხუთი ადამიანი გადაიყვანეს. თუმცა, ამ ინციდენტების შესახებ ოფიციალური მონაცემები ან ძალიან ცოტაა, ან საერთოდ არ არსებობს.

მარტის შუა რიცხვებში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მოქალაქეებს, ოკუპირებულ აფხაზეთში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაცია გააუქმა.

2024 წლის ნოემბერში რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ რეკომენდაცია მისცა, რომ რუს ტურისტებს თავი შეიკავონ აფხაზეთში მოგზაურობისგან,ხოლო ტუროპერეტორებს აფხაზეთში ტურების გაყიდვა აეკრძალათ.

გადაწყვეტილება სოხუმში გამართულ საპროტესტო აქციებს უკავშირდებოდა, რასაც ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანია გადადგომა და რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების ჩაგდება მოჰყვა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დღის სიახლეები
17 / მაისი 2025
ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი აცხადებს, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა, სირიამ გაიწვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.
16 / მაისი 2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-19 მაისს საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ამასთან, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.
16 / მაისი 2025
სოხუმის აეროპორტთან დაკავშირებით მოსალოდნელ სკანდალზე წერს ინფორმაციული სააგენტო „აიაშარა“. გამოცემის ცნობით, სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად დაქირავებული სამშენებლო კომპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ. ამავე ცნობით, 15 მაისის შემდეგ, 8 - მდე სამშენებლო კომპანიის არც ერთი თანამშრომელი არ გამოსულა სამსახურში. მიზეზად, ხელფასის გადაუხდელობა სახელდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.