აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები 20 აპრილიდან მოიხსნება, ამის შესახებ „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს ინფორმაციას.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ელექტროენერგიაზე დაწესებული გრაფიკი შეიცვალა. ინფორმაციას კომპანია „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს. ამავე ცნობით, 7 აპრილიდან, დენი დღე - ღამეში 6 საათით გაითიშება. მიზეზად კი სადერივაციო გვირაბის მე-8 კილომეტრზე მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოები სახელდება.
დღეიდან, 1 აპრილიდან, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი იცვლება. კომპანია „ჩერნომორენერგოს“ თანახმად, ელექტროენერგიის მიწოდება მოსახლეობას 6 საათის ნაცვლად, 4 საათით შეეზღუდება.
რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის „სოციალური ნაკადის“ მიწოდება დასრულდა, ამის შესახებ კომპანია ჩერნომორენერგოს“ წარმომადგენელმა ალხას გაგულიამ განუცხადა ადგილობრივ მედიას.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „სახელმწიფო საბაჟო კომიტეტისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ თანამშრომლებმა სოხუმში მაინინგის 183 მოწყობილობა ამოიღეს, წერს გამოცემა „აიაირა“.
სოხუმი მოსკოვთან აწარმოებს მოლაპარაკებებს გაზიფიცირების საკითხზე. ამის შესახებ აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსულ „ტასს“ განუცხადა.
სოხუმში ენერგეტიკის სექტორში არსებული პრობლემები განიხილეს. კომპანია „ჩერნომორენერგოს“ აღმასრულებელი დირექტორის ტიმურ ჯინჯოლიას განაცხადებით, „სიტუაცია უკიდურესად მძიმეა. 5 თებერვალს რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის სოციალური ნაკადი სრულდება“.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.