უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების კომიტეტის ხელმძღვანლის ნანა
ხარაიშვილის ინიციატივით, დღეს ზუგდიდში
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მემორიალი გაიხსნა.
მემორიალისთვის მიწის ნაკვეთი ზუგდიდის მერიამ გამოყო, რომელმაც
ტერიტორია ნერგებითაც მოამარაგა, ფინანსური მხარდაჭერა კი წითელი
ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციამ აღმოუჩინა.
გახსნის ღონისძიებას უგზო-უკვლოდ დაკარგულათა ოჯახის წევრები, ასევე
წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის, ზუგდიდის მერიის, აფხაზეთის
ლეგიტიმური მთავრობისა და ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ორგანიზაციის
წარმომადგენლები დაესწრნენ.
დღეიდან ზუგდიდში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის დღეს ყოველწლიურად
აღნიშნავენ.
მასალის გამოყენების პირობები