საქართველოს სახალხო დამცველის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით
პატიმართა გარდაცვალების, მათ შორის სუიციდის ფაქტები შემცირებულია.
როგორც 2015 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის
შესახებ ანგარიშშია ნათქვამი, მიმდინარე წლის 10 ნოემბრის
მდგომარეობით, პენიტენციალურ სისტემაში გარდაცვალების 12 შემთხვევა
დაფიქსირდა, აქედან 2 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სუიციდს.
რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 27
პატიმრიდან სუიციდის 7 შემთხვევა მოხდა, რაც მიღწეულ პროგრესზე
მიუთითებს.
ანგარიში სახალხო დამცველმა დღეს დიპლომატიურ კორპუსის, საერთაშორისო
ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს წარუდგინა.
მასალის გამოყენების პირობები