მართლმადიდებელი სამყარო დღეს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშნავს. ტაძრებში საზეიმო
ღვთისმსახურება ღამისთევით სრულდება.
შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა მთავრდება.
წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე ბეთლემში, ერთ-ერთ
გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს
აფარებდნენ.
ახლადდაბადებულ მხსნელს პირველად მწყემსებმა სცეს თაყვანი, ბუნების
ჭეშმარიტმა შვილებმა, რომლებსაც მაცხოვრისთვის მხოლოდ თავიანთი გულის
საგანძური შეეძლოთ მიეძღვნათ სავსე უბრალოებით, რწმენით და
მორჩილებით.
უკვე მოგვიანებით კი სიბრძნით აღჭურვილი მოგვები მივიდნენ
აღმოსავლეთიდან.
მასალის გამოყენების პირობები