რადიო ,,ათინათის" ინიციატივით 2015 წლის 3
დეკემბერს დაიწყო ფოტოკონკურსი თემაზე ,,სანტას მოლოდინში"".
ფოტოების მიღება შეწყდა 31 დეკემბერს 00:00 საათზე.
კონკურსის დაჯილოდება გაიმართა ბავშვთა და მოზარდთა გასართობ ცენტრ
,,ნუკლენდ""-ში, სადაც კონკურსანტები მშობლებთან ერთად იყვნენ
მოწვეული.
რადიო ,,ათინათმა" ფოტოები მოწვეულ ჟიურის
წევრებს - ფოტოგრაფთა ასოციაციის ხელმძღვანელს კახა ფხაკაძეს ,
ზუგდიდის მეოთხე სკოლის დირექტორს ნათია ხუფაცარიას, ასევე
ფოტოგრაფებს - ლევან გაბეჩავას, რომან თოლორდავას, გოგა ჩანადირს
შეაფასებინა.
რადიო ,,ათინათის" ფეისბუქ გვერდზე სულ 100
საკონკურსო ფოტო გამოქვეყნდა. გამოვლინდა რამდენიმე გამარჯვებული
:
1. Like რაოდენობით - ნიკოლოზ ძაძამია
2. "ჟიურის რჩეული" - მურატ ივანოვი, დესპინე ჭაჭუა
3. სპონსორების და რადიო "ათინათის" რჩეულები - მარიამ გაბელია,
მარიამ ბერანძე, ანა მიქავა, ანზორიკო კალაიჯიშვილი, საბა და ლუკა
შამუგიები,ილია ჩომახია,ანასტასია მიქაძე,დესპინე ჭაჭუა, ანდრია და
ილია თორდიები.
ფოტო კონკურის გენერალური სპონსორი იყო ,,ჯიჯი კრედიტი"" და ,,ბენი
ბიტო""
ფოტოკონკურსის პარტნიორები:
სუპერმარკეტი ბიგ 04
სათამაშოების მაღაზია ,,ბაბილინა"
კომპანია ,,როშენი"
სათამაშოების მაღაზია "თოილენდი"
მაღაზიათა ქსელი ,,ალტაოქეი"
რესტორანი ,,არგო"
ბავშვთა და მოზარდთა გასართობი ცენტრი ,,ნუკლენდი".
,,ათინათი" მადლობას უხდის კონკურსის მონაწილეებს და
მხარდამჭერებს.
რადიო მომავალშიც გეგმავს სხვადასხვა ტიპის, კონკურსების ჩატარებას.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
36 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.
დღეს, 2025 წლის 8 აპრილს, უწყვეტი პროტესტის 132-ე დღეს, ზუგდიდის აქციის მონაწილეები 9 აპრილის მემორიალთან გაათევენ ღამეს, რითაც შუერთდებიან პროევროპული აქციებისას დაკავებულების მშობლების მოწოდებას.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები