12 იანვარს ზუგდიდის კულტურის ცენტრ "ოდიშის" საკონცერტო დარბაზში
საშობაო-საქველმოქმედო საღამო
"ერთსულოვნება" გაიმართება.
კონცერტი ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით,
ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ზუგდიდის
განვითარების ფონდის „ერთსულოვნება“ და „წმინდა გაბრიელის
საქველმოქმედო ფონდის“ ორგანიზებით იმართება.
საღამოში ცნობილი მომღერლები, მათ შორის- მარიამ ლიკლიკაძე და თათია
ყურაშვილი. ასევე ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობენ.
"ღონისძიების მიზანია, სასულიერო პირებისა და საერო ხელისუფლების,
არასამთავრობო და ბიზნეს-სექტორების, ასევე რეგიონის საზოგადოების
ერთობლივი ძალისხმევით, იმ შესაწირავით, რომელსაც თითოეული ჩვენგანი
გავიღებთ, რეგიონში მცხოვრებ უკიდურესად შეჭირვებულ და მზრუნველობა
მოკლებულ ადამიანებს დახმარება
გავუწიოთ,
გავულამაზოთ და ავუმაღლოთ მათ სადღესასწაულო განწყობა. ეს ღონისძიება
გვაძლევს შესაძლებლობას, დავანახოთ მათ ჩვენი სიყვარული, ერთობა და
თანადგომა. გვჯერა, რომ გულმხურვალებით მიიღებთ ჩვენს ინიციატივას და
აქტიურად ჩაერთვებით ამ საქველმოქმედო საქმეში. ერთსულოვნებით
განვავითაროთ ზუგდიდი!“, - მიმართავს საზოგადოებას ფონდის პრეზიდენტი
დავით შამათავა.
მასალის გამოყენების პირობები