ზუგდიდში H1N1 ვირუსით აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქე გარდაიცვალა
ზუგდიდის საავადმყოფოში H1N1 ვირუსით აფხაზეთში მცხოვრები შუა ხნის ქალბატონი გარდაიცვალა.
როგორც რადიო "ათინათს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განუცხადა, აღნიშნულ პაციენტს ვირუსი სხვა ქრონიკული დაავადებების ფონზე განუვითარდა.
"ვირუსი მთელ საქართველოშია გავრცელებული, თუმცა საგანაგაშო არაფერია. ხდება ის, რაც ყოველ წელს ხდებოდა ზამთარში", - აღნიშნა იმნაძემ.
ცნობისთვის, H1N1 ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა ზუგდიდში წელს პირველად დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები