სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი
ილია მეორე თანმხლებ
პირებთან ერთდ ეკლესიათა მეთაურების დიდი და წმინდა კრების წინა
შეხვედრაში მონაწილეობის მიზნით შვეიცარიაში გაემგზავრა.
საპატრიარქოს ინფორმაციით, თავდაპირველად შეხვედრა კონსტანტინეპოლში
იგეგმებოდა, თუმცა რიგი გარემოებების გათვალისწინებით მსოფლიო
პატრიარქმა სხდომა ჟენევაში, შამბეზის ცენტრში გადაიტანა.
"აქ მოხდება პრობლემური საკითხების ხელახალი განხილვა და მომავალი
კრების დღის წესრიგის განსაზღვრა. სხდომებს ჯანმრთელობის მდგომარეობის
გამო ვერ დაესწრებიან ანტიოქიის და პოლონეთის ეკლესიათა მეთაურები,
ასევე ელადის (საბერძნეთის) მთავარეპისკოპოსი. ისინი დელეგაციებს
აგზავნიან და მათი სახით იქნებიან წარმოდგენილნი", - ნათქვამია
საპატრიარქოს განცხადებაში.
მისი უწმინდესობის ოფიციალური თანმხლები პირები არიან ზუგდიდის და
ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარშენიძე); საქართველოს საპატრიარქოს
საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი
ანდრია (გვაზავა); პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე; ახალციხისა და
ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) და ბერი ანთიმოზი
(ჯავახიშვილი).
მასალის გამოყენების პირობები