გიორგი ქადაგიძე: “ლარი სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში დასტაბილურდება“
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ლარის
გაუფასურების ფაქტს ეხმაურება
და აცხადებს, რომ „ეროვნული ვალუტის კურსი უახლოეს მომავალში უნდა
დასტაბილურდეს“.
როგორც ქადაგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, „2015
წლისგან განსხვავებით დღეს ლარის გაუფასურებაზე არ ახდენს გავლენას
საგადამხდელო ბალანსი“.
„ფულის მასის ზრდა არის ნულთან ახლოს. შესაბამისად, არც მონეტარული
აგრეგატები არ ახდენს გავლენას გაუფასურების მიმართულებით ლარის
კურსზე. სწორედ ამიტომ ჩვენ ვახორციელებთ წერტილოვან ინტერვენციებს.
ამიტომაც გვაქვს სრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ უახლოეს მომავალში
მოხდება ლარის კურსის სტაბილიზაცია და ლარი დაუბრუნდება აღნიშნულ
კორიდორს", - განმარტა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ზოგიერთ კომერციულ ბანკში დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება
2.55 ლარია.
მასალის გამოყენების პირობები