ცენტრალურ მაგისტრალებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,
მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცენტრალურ მაგისტრალებზე ავტოტრანსპორტის
მოძრაობა თავისუფალია.
უწყების ცნობით, წუხელ გვიან ღამით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის
საავტომობილო გზის კმ138–კმ157 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე,
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა
შეიზღუდა, ამ ეტაპზე კი ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად,
აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
დასაშვებია.
მასალის გამოყენების პირობები