"მაესტროს" პარტნიორთა კრებამ დირექტორის თანამდებობიდან ბაია
გადაბაძე გაათავისუფლა და ლევან გაჩეჩილაძე დანიშნა. ინფორმაცია ამის
შესახებ „მაესტროს“ ერთ-ერთი მეწილის მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი
გვენეტაძემ ჟურნალისტებს მიაწოდა.
„პარტნიორებმა არ გაითვალისწინეს არც ერთი არგუმენტი და 55%-ის
მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ მიიღო დამოუკიდებელი გადაწყვეტილება,“ -
განაცხადა ადვოკატმა.
ადვოკატი დირექტორის თანამდებობაზე ლევან გაჩეჩილაძის დანიშვნას
არალეგიტიმურად მიიჩნევს.
მისივე თქმით, ჯერ უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა ბაია გადაბაძე
მიღებულ გადაწყვეტილებას.
მასალის გამოყენების პირობები