ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში, სავარაუდოდ, „ღორის გრიპით“ კიდევ
ორი ადამიანი გარდაიცვალა.
მუნიციპალიტეტის ააიპ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში'' აცხადებენ,
რომ გარდაცვლილთაგან ერთი წალენჯიხელია, ხოლო მეორე ქუთაისის
მკვიდრი.
„დადასტურებით ვერ გეტყვით, რომ ეს H1N1 ვირუსია, ანალიზები
გადაგზავნილია ლაბორატორიაში. გარდაცვალების მიზეზი სუნთქვის
უკმარისობა და ორმხრივი მწვავე პნევმონია გახდა“, - აცხადებენ
ჯანდაცვის ცენტრში.
ცნობისთვის, გრიპით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სულ 6 ადამიანი
გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები