ტელეკომპანია "მაესტროს" შენობის პერიმეტრზე დამატებით დაცვის
სამსახურის წარმომადგენლები განლაგდნენ. კომპანიის
დირექტორის პოსტიდან გათავისუფლებული ბაია გადაბაძე აცხადებს, რომ
ლევან და გია გაჩეჩილაძეები შენობაში ვერ შევლენ, რადგან ეს შენობა
ტელეკომპანიის სხვა დამფუძნებელს მაკა ასათიანს ეკუთვნის.
შენობაში მხოლოდ ის პირები დაიშვებიან, ვისზეც საშვს ბაია გადაბაძე
გასცემს.
ტელეკომპანია "მაესტროს" ტექნიკური დირექტორი ბაჩო კიკაბიძე კი
განმარტავს, რომ შენობაში მშვიდი ატმოსფეროა.
მასალის გამოყენების პირობები