თბილისში, ჩუღურეთის რაიონში მდებარე ახლადგახსნილ სკვერს მამა ილია
კარტოზიას
სახელი ეწოდა. სკვერს ტრაგიკულად დაღუპული სასულიერო პირის სახელი
ქალაქ თბილისის საკრებულოს განკარგულებით მიანიჭეს.
ინიციატივა ჩუღურეთის რაიონის გამგებელს ზურაბ ჩიკვილაძეს
ეკუთვნის.
ცნობისთვის, ადრიატიკის ზღვაში ბორან "ნორმან ატლანტიკზე" 2014 წლის
28 დეკემბერს ხანძარი გაჩნდა. ბორანზე სულ 500-მდე ადამიანი
იმყოფებოდა, აქედან საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა ყველა
მათგანი ცოცხალია და უვნებელი გადარჩა. მამა ილია კარტოზია მცხეთის
მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო.
მასალის გამოყენების პირობები