საზოგადოება
წვრილფეხა პირუტყვის ჭირისგან დაცვის მიზნით მასიური ვაქცინაცია იწყება
წვრილფეხა პირუტყვის (ცხვარი, თხა) ჭირის დაავადების გამოვლენის შემდეგ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი ვეტერინარული ღონისძიებების განხორციელება დაიწყო. დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სააგენტომ 1 მლნ დოზა მაღალი ხარისხის ვაქცინა შეისყიდა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი, წვრილფეხა პირუტყვის მასიური ვაქცინაცია და სერომონიტორინგი (სისხლის ნიმუშების აღება) მიმდინარე კვირიდან დაიწყება და ჯამში 800 ათასი სული წვრილფეხა პირუტყვის აცრაა დაგეგმილი.

იმავე ინფორმაციით, დაცემული პირუტყვის ვეტერინარული წესების სრული დაცვით განადგურების შემდეგ, ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები ხორციელდება.

"დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებისა და დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში იმყოფებიან ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის (OIE) ექსპერტები, რომლებიც ქართველ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებენ. 2016 წლის იანვარში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის შემოგარენში არსებული ფერმიდან მიიღო შეტყობინება პირუტყვის დაავადების და დაცემის შესახებ. სააგენტოს ვეტერინარების მიერ მოხდა ნიმუშების აღება. პირველადი დიაგნოზით სპეციალისტებმა ეჭვი ცხვრის კატარალურ ცხელებაზე (ბლუტანგი) მიიტანეს. ზუსტი დიაგნოსტირების მიზნით, ნიმუშები დიდ ბრიტანეთში არსებულ საერთაშორისო რეფერალურ ლაბორატორიაში გადაიგზავნა. გამოკვლევის შედეგებით ცხვრის კატარალური ცხელება არ დადასტურდა. დამატებითი კვლევებით წვრილფეხა პირუტყვის დაავადება - ჭირი დადგინდა. აღნიშნული დაავადება მეზობელ ქვეყნებში-თურქეთსა და ირანშიც ფიქსირდება. წვრილფეხა პირუტყვის ჭირი ვირუსული დაავდებაა, რომელსაც ახასიათებს სწრაფი გავრცელება არავაქცინირებულ ცხოველებში (ცხვარი, თხა). სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა მეპატრონეებს მოუწოდებს ითანამშრომლონ სააგენტოს წარმომადგენლებთან, რათა დროულად და ეფექტიანად განხორციელდეს შესაბამისი ვეტერინარული ღონისძიებები", - აღნიშნულია განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.