დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში 17 თებერვლის ჩათვლით თბილი და
უნალექო ამინდი იქნება.
ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და
პროგნოზირების ცენტრის დირექტორი სვეტლანა ნიორაძე რადიო
„ათინათს“ უცხადებს. „დასავლეთ
საქართველოში 17 თებერვლის ჩათვლით ტემპერატურა +16 +21 გრადუსი
იქნება“,-განმარტა მან.
მისივე თქმით, 18 თებერვალს კი, საქართველოს ზოგიერთ რაიონში
იწვიმებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი ჰაერის ტემპერატურა +14 +18
გრადუსი იქნება.
19 თებერვლიდან კი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა
დაიკლებს და +9 +14 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.
მასალის გამოყენების პირობები