21 თებერვალს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი
ამინდი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა იქნება +7,
+12, აღმოსავლეთ საქართველოში +3, + 8 გრადუსი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების
სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვლიდან საქართველოში ამინდი
საგრძნობლად გაუარესდება და უმეტეს რაიონებში იწვიმებს,ასევე ქვეყნის
მთელ ტერიტორიაზე ქარი გაძლიერდება. ზოგიერთ რაიონში ქარის სიჩქარე
წამში 20-25 მეტრი იქნება.
22 თებერვალს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობშიც
დაიწევს და დღისით 5-10 გრადუსის ფარგლებში იქნება, აღმოსავლეთ
საქართველოში ბარში – 7-12 გრადუსის ფარგლებში.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ღამით ყინვა -2;+3 გრადუსი
დაფიქსირდება, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით ტემპერატურა 0;+5
გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ღამით ყინვები
შენარჩუნდება და საშუალოდ -8;-10 გრადუსის ფარგლებში იქნება.
23 თებერვალს,სინოპტიკოსების ვარაუდით, შედარებით უკეთესი ამინდია
მოსალოდნელი, თუმცა ტემპერატურა მკვეთრად არ მოიმატებს.
მასალის გამოყენების პირობები