1 მარტს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი დასრულდა. ამის
შესახებ ინფორმაციას
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, აკრძალულ
პერიოდში ნადირობა ითვალისწინებს საჯარიმო სანქციებს 500-700 ლარის
ოდენობით, იმ შემთხვევაში თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მიადგა
მნიშვნელოვანი ზიანი, შესაძლოა პირის მიმართ დადგეს სისხლის სამართლის
პასუხისმგებლობის საკითხი", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი ოფიცილურად15
აგვისტოს დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები