ერთი წლის მანძილზე C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში 20 000 ადამიანი ჩაერთვება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა C ჰეპატიტის
ელიმინაციის პროგრამის მონაწილე
პაციენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ C ჰეპატიტის მკურნალობის
პროგრამაში 20 000 ადამიანი ჩაერთვება.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ჯანდაცვის
მინისტრს, სამინისტროს მთელ გუნდს, ექიმ ინფექციონისტებს, ასევე იმ
პაციენტებს, ვინც ამ პროგრამაში მონაწილეობდნენ. მან ასევე მადლობა
გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, ამერიკის
მთავრობას და კომპანია "გილიარდს", რომელმაც პრეპარატი "ჰარვონი"
შემოიტანა საქართველოში.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროგრამისთვის 2
მილიონ დოლარზე მეტი იხარჯება საქართველოსთვის.
„დღეს უკვე 7 000-ზე მეტი პაციენტი გახლავთ ჩართული ამ პროგრამაში და
3 000-ზე მეტმა უკვე დაასრულა მკურნალობა. 90%-ის შემთხვევაში
წარმატება იქნა მიღწეული. ეს ძალიან იმედის მომცემია. ამ ახალი
პრეპარატის შემთხვევაში წარმატების მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი
იქნება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები