14 მარტიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურა საგრძნობლად
დაიკლებს. ამის შესახებ გარემოს
ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის
უფროსი სვეტლანა ნიორაძე აცხადებს.
„14 მარტს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღის მეორე ნახევარში
ტემპერატურა დაეცემა.
13 მარტს, დასავლეთ საქართველოში, ტემპერატურა 15-20 გრადუსის
ფარგლებში იქნება, აღმოსავლეთში - 11-16 და გარკვეულ რაიონებში
მოსალოდნელია მცირე წვიმა. თბილისში - დღისით 16 გრადუსია
მოსალოდნელი, ღამის საათებში კი, მცირე წვიმა“.-განმარტა მან.
14 მარტს, ასევე დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 12-17 გრადუსის
ფარგლებში იქნება, საღამოს კი მოსალოდნელია წვიმა. აღმოსავლეთ
საქართველოში -11-16 გრადუსი იქნება, მოსალოდნელია მცირე ნალექი,
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. თბილისში-14 გრადუსი
იქნება.
15 მარტს კი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა,
მკვეთრად დაეცემა ჰაერის ტემპერატურა.სვეტლანა ნიორაძის თქმით,
დასავლეთ საქართველოში იქნება 6-11 გრადუსის ფარგლებში, აღმოსავლეთში
კი 8-13 გრადუსი.
მასალის გამოყენების პირობები