ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარი მრევლისთვის მოსალოცად დროებით
დაიკეტა. ამის შესახებ
სამების ლავრის არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი აცხადებს.
მისივე თქმით, სამების ლავრის ბერებისათვის მონასტრის ტიპიკონიდან
გამომდინარე, მსახურება რომ არ შეჩერდეს, წირვა-ლოცვა სამების ლავრის
ოთხ მცირე ტაძარში ჩატარდება.
მისივე თქმით, აღნიშნულის გამო სავარაუდოდ შაბათ-კვირას სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდეს და უნეტარესი, ილია II
საღმრთო ლიტურგიას სიონში აღავლენს.
გუშინ სამების ლავრაში არსებულ სტამბის საწყობში ხანძრი გაჩნდა.
ცეცხლის შედეგად დაახლოებით 1 200 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.
მასალის გამოყენების პირობები