ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების
გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საპატრიარქოში მიიჩნევენ, რომ ასეთი ფაქტები არის გამიზნული ბოროტება
და დანაშაული, როგორც ამა თუ იმ პიროვნების, ისე ქვეყნის წინააღმდეგ.
რადიო"ათინათი" საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას
უცვლელად გთავაზობთ:
"ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ
ვგმობთ ყოველგვარი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღებისა და
გასაჯაროების ფაქტს და მივიჩნევთ, რომ ასეთი ქმედება არის გამიზნული
ბოროტება და დანაშაული, როგორც ამა თუ იმ პიროვნების, ისე ქვეყნის
წინააღმდეგ. ამავე დროს აღვნიშნავთ, რომ ქრისტიანული სამყარო, ისევე
როგორც ყველა ტრადიციული რელიგია, რა თქმა უნდა, დაიცავს და აკურთხებს
მხოლოდ კანონიერ მეუღლეებს შორის სიყვარულისა და ქორწინების
საფუძვლებზე დამყარებულ ურთიერთობებს და ყოვლად მიუღებლად თვლის
ნებისმიერი სახის სხვა თანაცხოვრებას. რაც შეეხება მონანულ ადამიანს,
მას ეკლესია იწყნარებს და სიყვარულით უღებდა და კვალავაც გაუღებს
კარს", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები