ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ზუგდიდში 31 მარტს განიხილავენ
საქართველოს რეგიონებში ქორწინებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში
დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო
განხილვა იწყება.
საკონსტიტუციო ინიციატივას საყოველთაო-სახალხო განხილვის
საორგანიზაციო კომისია დღეს თელავში წარადგენს.
დაგეგმილია ასევე შეხვედრები - რუსთავში , ზუგდიდში, ბათუმში,
ოზურგეთში, ახალციხეში, თბილისში, გორში, ყაზბეგში, მესტიაში,
ამბროლაურში და ქუთაისში.
საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის ხელმოწერით ინიცირებულია
საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც კონსტიტუციის დონეზე განსაზღვრავს,
რომ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის
ნებაყოფლობითი კავშირი.
მასალის გამოყენების პირობები