სინოპტიკოსების პროგნოზით არამდგრადი ამინდები თვის ბოლომდე შენარჩუნდება
სინოპტიკოსები თვის ბოლომდე არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა
და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსი
სვეტლანა ნიორაძე აცხადებს,რომ უახლოეს დღეებში როგორც აღმოსავლეთ,
ისე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი
ამინდი.
მისივე თქმით, საქართველოს მასშტაბით ტემპერატურა დაახლოებით, +10 +15
გრადუსის ფაგრლებში იქნება, თუმცა 28-29 მარტს მოსალოდნელია
ტემპერატურის კლება.
ნიორაძის განმარტებით, წვიმიანი და არამდგრადი ამინდი თვის ბოლომდე
შენარჩუნდება.
მასალის გამოყენების პირობები