7 აპრილს, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის
მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო წირვას
სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს.
„როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ხარება ისეთი დღესასწაულია,
როდესაც ჩიტი ბუდესაც კი არ აკეთებს. ამ დღეს ყველა ადიდებს უფალს.
ამიტომ თქვენც გადადეთ ყოველგვარი მატერიალური ზრუნვა, მობრძანდით
ტაძარში და შესთხოვეთ უფალს ღვთისმშობლის მფარველობა“, - აღნიშნა
პატრიარქმა.
ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა სვეტიცხოველში
დილის 10:00 საათიდან დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები