”საერთაშორისო გამჭვირვალობა” - პრეზიდენტმა საკუთარი განკარგულება უკან უნდა გაიწვიოს
”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროექტების კოორდინატორი
ლევან ნატროშვილი აცხადებს,
რომ საარჩევნო კამპანია არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული
სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე უნდა დაიწყოს და არა 8
აგვისტოს.
მისივე თქმით, პრეზიდენტის განკარგულებაში არსებული მითითება 8
აგვისტოდან ამოქმედების შესახებ, ვერანაირად ვერ აღსრულდება, ვინაიდან
საარჩევნო კოდექსში წერია, რომ საარჩევნო კამპანია არჩევნების
დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის
გამოქვეყნებისთანავე იწყება.
”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში” მიიჩნევენ, რომ ამ
შემთხვევაში მიზანშეწონილია, პრემიერ-მინისტრმა არ მისცეს თანხმობა
პრეზიდენტის განკარგულებას და შენიშვნებით უკან დაუბრუნოს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს დაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები