ქართველი მებრძოლები ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ. თავდაცვის
სამინისტროს ცნობით,II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის 150-მდე
სამხედრო
მოსამსახურეს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები
დახვდნენ.
" როტაცია აპრილის ბოლომდე დასრულდება. მათ ღირსეულად შეასრულეს
ამოცანები ბაგრამის ავიაბაზაზე. ჩვენ დღეს ვამაყობთ, რომ ასეთი
საუკეთესო ქვედანაყოფის ბიჭები ჩამოვიდნენ“, - აღნიშნა გენერალური
შტაბის უფროსის პირველმა მოადგილე, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ.
22-ე ბატალიონის სამხედროებმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია
ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ფარვანის პროვინციაში
შეასრულეს. ბატალიონის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის
უსაფრთხოების დაცვა იყო.
რამდენიმე კვირაში 22-ე ბატალიონის სამხედროები სამშობლოში სრულად
დაბრუნდებიან.
მასალის გამოყენების პირობები