მართმლადიდებელი მორწმუნეებისთვის წითელიი პარასკევი დიდმარხვის
ყველაზე მძიმე დღეა.
ამ დღეს საეკლესიო ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან
გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. დღეს ტაძრებში წირვა არ
აღესრულება, რადგან ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა
საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი
შესრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება
იკითხება.
იესოს მოძულე მღვდელმთავრებმა იუდას შემწეობით შეიპყრეს იგი,
წარუდგინეს ურიასტანის მმართველს, პონტოელ პილატეს და მისი ჯვარცმა
ითხოვეს. იესო გოლგოთის მთაზე აიყვანეს, სადაც ებრაელები დამნაშავეებს
სიკვდილით სჯიდნენ. მაშინ პასექის დღესასწაული იყო და ერთი დასასჯელის
განთავისუფლება შეიძლებოდა. პილატემ ავაზაკი ბარაბა გამოიყვანა და
იკითხა: რომელი გავათავისუფლოთო. ხალხმა ბარაბას გათავისუფლება
ითხოვა. პილატე არ იყო დარწმუნებული ქრისტეს დანაშაულში, მაგრამ
ხალხის შფოთს მოერიდა, წყალი მოატანინა, ხელები დაიბანა და თქვა: ამ
საქმეში უბრალო ვარო. ამის შემდეგ, ხალხის მოთხოვნით, ქრისტე ჯვარს
აცვეს.
იუდეველებმა ჯვარს აცვეს უფალი, მაგრამ თითქმის მთელმა მაშინდელმა
წარმართულმა სამყარომ თაყვანი სცა ჯვარცმულს, როგორც ღმერთს და ამით
ქრისტეს ვნების გზა სამყაროს გადარჩენის, ბოროტებისა და ცოდვის
უფსკრულიდან მისი ამოყვანის გზად აღიარა. ნაგვემმა, შეურაცხყოფილმა
ტანჯული ძე კაცისამ კი წარმოთქვა: "მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა
იციან, რასა იქმან".
დიდ პარასკევს მორწმუნეები კვერცხებს წითლად ღებავენ და პასკას
აცხობენ. წითელი კვერცხის მსგავსად პასკასაც რელიგიური დატვირთვა
აქვს. უფლის ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები