მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება
იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის
საფლავზე თბილისის დროით, 14.00 საათზე შევა და საფლავი დაიხურება.
საპატრიარქოს ინფორმაციით, მანამდე პატრიარქს სხვადასხვა კონფესიის
სასულიერო პირები საგულდაგულოდ გაჩხრეკენ. მათ შორის - ებრაული
პოლიციის წარმომადგენლები. მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის
გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი საგანგებო
ლოცვებს შეასრულებს.
მომლოცველები საქართველოში წმინდა ცეცხლს დღეს 23:00 საათისთვის
ჩამოაბრძანებენ. იგი აღდგომის ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში
გავრცელდება და მორწმუნეებს მისი სახლში წაღების საშუალება
ექნებათ.
ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში
გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი
შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის
ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს,
ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი
ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.
მასალის გამოყენების პირობები