აშშ ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები საქართველოში ინვესტიციებს განახორციელებენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკაში ვიზიტის
ფარგლებში, ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ
ბიზნესგარემოს და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს. ამერიკული
ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები დაინტერესდნენ ინვესტიციების
ჩადებით კონკრეტულ სფეროებში, როგორიც არის ჯანდაცვა, ტრანსპორტი,
ფინანსები.
პრემიერ-მინისტრმა მათ სამთავრობო რეფორმების გეგმა
გააცნო.”შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც წამყვანი
რეფორმატორი ქვეყნის დიდ პოტენციალს”, - განმარტავენ მთავრობის
ადმინისტრაციის პრესსამსახურში.
ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრას 15-ზე მეტი წამყვანი ფინანსური
ინსტიტუტის წარმომადგენელი დაესწრო.
მასალის გამოყენების პირობები