ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ქართველი, ამერიკელი და ბრიტანელი
სამხედროები სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ დასაწყებად ემზადებიან.
მზადების პროცესში ჩართულია ქართულ-ამერიკულ წვრთნებში მონაწილე
ამერიკული M1A2 ტიპის ტანკები „ABRAMS“ და ქვეითთა საბრძოლო მანქანები
„M2 BRADLEY“, ასევე, ქართულ შეიარაღებაში არსებული T-72 ტიპის
ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები БМП-2. მზადების პროცესს
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი,
გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო.
ქართულ-ამერიკული სწავლება, ოფიციალურად, 11 მაისს დაიწყება და მასში
1300 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. სწავლებაში აშშ-ის
არმიის ევროპული სარდლობის 650, 500 ქართველი და 150 ბრიტანელი
სამხედრო ჩაერთვება.
მასალის გამოყენების პირობები