საქართველოს საპატრიარქოს სამებაში ხანძრის შედეგად დაზიანებული
ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხა
გამოეყო.
საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულება ადმინისტრაციის
ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა და მას ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი
კვირიკაშვილი აწერს. " საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ”საქართველოს
2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით
გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან
საქართველოს საპატრიარქოს გამოუყოს 3 737 400 ლარი”, - ნათქვამია
მთავრობის განკარგულებაში.
სამების საკათედრო ტაძარში, პირველ სართულზე ხანძარი 20 მარტს,
საკვირაო ქადაგების შემდეგ გაჩნდა. დამწვარია 1200 კვადრატულ მეტრ
ფართობზე მეტი.
მასალის გამოყენების პირობები