26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. ქვეყნის
მასშტაბით, სხვადასხვა საზეიმო
ღონისძიებებია დაგეგმილი. დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე თავდაცვის
სამინისტროს შეიარაღებაში არსებული ტექნიკა გამოიფინება.
ქალაქ ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საზეიმო
ღონისძიებები, ხურჩაში მომხდარი ტრაგედიის გამო, არ ჩატარდება
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. მისი დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა
ქვეყნებმა ცნეს. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სამი წლის
შემდეგ, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შედეგად,
არსებობა შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის
შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.
მასალის გამოყენების პირობები