აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა
ლტოლვილთა სტატუსის შესახებ
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 70-ე სესიაზე კიდევ ერთი რეზოლუცია
მიიღო.
მას მხარი 76-მა ქვეყანამ დაუჭირა, 15 - წინააღმდეგი იყო, 64 -მა თავი
შეიკავა.
რეზოლუცია ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს საქართველოს
ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის
მხრივ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ძალისხმევის გააქტიურებისკენ
მოუწოდებს, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ლტოლვილთა საკუთარ სახლებში
დაბრუნებას.
,,ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული
დატვირთვა, რადგანაც მოუწოდებს გაეროს გენერალურ მდივანს ყოველწლიურად
მოამზადოს ანგარიში საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის
მდგომარეობის და რეზოლუციის შესრულების თაობაზე"", - განაცხადა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა.
მასალის გამოყენების პირობები