სოციალური ქსელით პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა გავრცელდა
კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტის ლუკა ფეიქრიშვილის სახლში
ამ დროისთვის სამართალდამცველები მუშაობენ.
პოლიცია მან საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავად გამოიძახა, მას შემდეგ
რაც სოციალურ ქსელში მის პირად გვერდზე უცნობმა პირმა გაავრცელა
ბმული. მისი თქმით, ამ ბმულზე ასახულია სახოგადოებისთვის ცნობილი
სახეების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები.
მასალას თან ახლდა მუქარა, რომელიც მოუწოდებდა კონკრეტულ პირებს, რომ
დარჩნენ ჩრდილში და "არ უნდა მოახდინონ საზოგადოებისთვის ტვინის
გამორეცხვა."
"როდესაც გადავედი ხსენებულ ლინკზე იქ დამხვდა სხვადასხვა
პიროვნებების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო. ერთ ვიდეოში არის
ყველაფერი, არანაირი დამალვა არ ყოფილა, პირველი რაც გავაკეთე 112-ზე
დავრეკე, რომ დამეფიქსირებინა ეს ფაქტი," - განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები