ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, განათლების
სამინისტრომ შეფასებისა და გამოცდების
ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ მაია მიმინოშვილს, აბიტურიენტებისთვის
მისი მთავარი გზავნილის მიწოდება სთხოვა.
"პოზიტიური ემოციებით დაიტვირთონ. ხვალ კი ჩვენი დღეა. ჩვენ ვართ
ვალდებულები ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ აპლიკანტებს მისაღები
საგამოცდო პირობები შევუქმნათ”,– განაცხადა მან.
ერთიან ეროვნულ გამოცდებში წელს 38 500–ზე მეტი აბიტურიენტი
მონაწილეობს.
ისინი ხვალ გამოცდას ქართული ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.
მასალის გამოყენების პირობები