შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ მიმინოშვილის
ინფორმაციით,
ზოგადი უნარების გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 16–მა
პროცენტმა ვერ გადალახა, რაც დაახლოებით 6 000–მდე აბიტურიენტია.
მისივე თქმით, ტესტის 4–ვე ვარიანტი თითქმის თანაბარი სირთულის იყო.
თუმცა, შედარებით უფრო რთული იყო მესამე ვარიანტი. ამიტომაც,
გაიგივების შედეგების მიხედვით, პირველი, მეორე და მეოთხე ვარიანტებში
გამსვლელი ქულა 24 და მეტია, ხოლო მესამე ვარიანტისთვის, ვინაიდან
შედარებით უფრო რთული იყო, გამსვლელი ქულა 23 და მეტია.
მაია მიმინოშვილის განცხადებით, ყველა აბიტურიენტს ექნება
შესაძლებლობა ნახოს საკუთარი ნაშრომები. შედეგების გაგება მოკლე
ტექსტური შეტყობინებითაც არის შესაძლებელი, რისთვისაც მათ
საიდენტიფიკაციო კოდი უნდა გააგზავნონ ნომერზე 9 3 3 3 3.
მომსახურების საფასურია 50 თეთრი.
ზოგადი უნარების გამოცდა წელს 38 500–ზე მეტმა აბიტურიენტმა ჩააბარა.
მასალის გამოყენების პირობები