NDI-ის გამოკითხვით მდგომარეობა 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ არ შეცვლილა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)-ის კვლევის შედეგების
თანახმად,
გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ
ის და მისი ოჯახი იგივე მდგომარეობაშია.
კითხვაზე - „ყველაფრის გათვალისწინებით, 2012 წლის ოქტომბერის შემდეგ
თქვენ და თქვენი ოჯახი შედარებით ხართ“ - უკეთესად - აცხადებს
გამოკითხულთა 17%, 51% - იგივე მდგომარეობაშია, 32% - უარესადაა და 1%
კი პასუხობს, რომ არ იცის.
კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში ჩატარდა,
საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი
შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის
საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და
ატარებს CRRC–საქართველო.
მასალის გამოყენების პირობები