საქართველოს პრეზიდენტმა დღეს შეწყალების აქტი გამოსცა და 226
პატიმარი შეიწყალა.
შეწყალების სახელმწიფო კომიისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის
განცხადებით, შეწყალებულთა შორის 11 ქალი და 3 არასრულწლოვანია.
მისივე ინფორმაციით, 226 მსჯავრდებულიდან 154 საპატიმროებს დღესვე
დატოვებს , 72-ს კი დარჩენილი სასჯელი შეუმცირდა.
სულ შეწყალების კომისიამ ამ ეტაპზე 1565 საქმე განიხილა.
მასალის გამოყენების პირობები