საქართველოს პრეზიდენტმა პირველ ლედისთან ერთად რიო-დე- ჟანეიროში
ოლიმპიური სოფელი დაათვალიერა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, გიორგი მარგველაშვილი და
მაკა ჩიჩუა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე ქართველ სპორტსმენებს
შეხვდნენ და მომავალ ასპარეზობაზე წარმატებები უსურვეს.
მათივე ცნობით, სპორტსმენებმა მარგველაშვილს მხარდაჭერისთვის და
ოლიმპიურ თამაშებზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს,
რომ მაქსიმუმს გააკეთებენ, რათა ქართველი გულშემატკივრების იმედები
გაამართლონ.
" მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს, ვინც მსოფლიოს
სხვადასხვა კუთხიდან შეხედავს ჩვენს ოლიმპიელებს და მათთან ერთად
იმღერებს საქართველოს ჰიმნს", - განაცხადა მან.
გიორგი მარგველაშვილი, ოლიმპიურ სოფელში, ფრანგ კოლეგას ფრანსუა
ოლანდს შეხვდა. ლიდერებმა ფრანგ და ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიურ
თამაშებზე წარმატებები უსურვეს.
საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ოლიმპიელებთან შეხვედრის
შემდეგ, ქართველ სპორტსმენებთან ერთად ოლიმპიურ სოფელში ისადილეს.
მასალის გამოყენების პირობები