ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე, დოღის დროს ორი მოზარდი დაშავდა.
ერთი ცხენიდან გადმოვარდა, მეორეს კი- ცხენი დაეჯახა.
ისინი პრემიერს ვერტმფრენით ბათუმში მშობლებთან ერთად მიჰყავს.
„ამ ბავშვებს მივხედავთ, ბათუმში ჩავიყვანთ", - აღნიშნა პრემიერმა.
ბეშუმში დოღის დროს მომხდარ ინცინდენტზე გამოძიება დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი განაცხადეს, რომ საქმე 124-ე მუხლით
აღიძრა, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე
დაზიანებას გაუფრთხილებლობით.
მასალის გამოყენების პირობები