უშბაზე ნაპოვნი გარდაცვლილი ოთხი ტურისტის ცხედრის თბილისში
გადმოსვენების პროცედურები მიმდინარეობს. შსს-ს საგანგებო სიტუაციების
მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ცხედრები მაშველებმა უშბაზე
გამთენიისას იპოვეს.
უწყებაში შეტყობინება მათი დაკარგვის თაობაზე 5 აგვისტოს შევიდა და
სამძებრო სამუშაოებიც იმ დროიდან დაიწყო.
ნაპოვნი ტურისტების ვინაობა და ეროვნება ამ დროისთვის უცნობია. მათი
იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა.
მასალის გამოყენების პირობები