საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბერს
დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედია
მონიტორინგი 8 ივნისიდან დაიწყო. კომისია ოთხი თვის განმავლობაში
უწყვეტ რეჟიმში 52 ტელეკომპანიას დააკვირდება. ამ პროცესში კომისიის
დაკვირვების საგანი იქნება - წინასაარჩევნო რეკლამა, წინასაარჩევნო
დებატები, ახალი ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები,
წინსაარჩევნო აგიტაცია.
პირველ შუალედურ ანგარიშში, რომელიც 8 ივნისიდან 8 ივლისამდე
დაკვირვების პროცესს გულისხმობდა, რამდენიმე დარღვევა გამოვლინდა, მათ
შორის არის მედია კავშირი "ობიექტივი", სადაც ერთ-ერთი გადაცემის
"პოლიტიკური ღამის" წამყვანი ვალერი კვარაცხელია, ასევე არის ცესკო-ში
რეგისტირებული საარჩევნო სუბიექტის "კვარაცხელია -სოციალისტების"
თავმჯდომარე, რაც მაუწყებლის ქცევის კოდექსის თანახმად დარღვევაა,
რადგან პოლიტიკური პარტიის, როგორც წამყვანის გადაცემაში მონაწილეობა
იკრძალება. ასევე კომისიაში "რუსთავი 2"-სა და "ტაბულას" არ
წარმოუდგენიათ ყოველკვირეული ინფორმაცია პოლიტიკური რეკლამისა და
აგიტაციისთვის გამოყოფილი დროის ტარიფებისა და გაწეული მომსახურების
შესახებ. ამ თემაზე კომისიაში ადმინისტრაციული მოკვლევა
მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები