საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის
შეფასებით, თანამედროვე სამყაროში ე.წ. საზღვრების მოწყობა
სამარცხვინოა.
ასე გამოეხმაურა ინა კელი ოკუპირებული ცხინვალის მიერ ადმინისტრაციული
საზღვრის ჩაკეტვას.
"ჩვენ არ ვცნობთ ამ ე.წ. საზღვრებს”, - აღნიშნა ელჩმა.
ოკუპირებულმა ცხინვალმა 25 აგვისტოს ადმინისტრაციული საზღვარი ჩაკეტა.
ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი იტყობინება, რომ საზღვრის
გადაკვეთა 20:00სთ.-დან აიკრძალა.
მიზეზად სახელდება უსაფრთხოების ზომების გაძლიერება, რომელიც „რუსეთის
მხრიდან სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის დღის აღიარებასთან“
დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებს უკავშირდება.
ადმინისტრაციული საზღვარი 27 აგვისტოს 07:00 საათიდან გაიხსნება.
მასალის გამოყენების პირობები