საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე კენჭისყრა 5 სექტემბერს გაიმართება
საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე ევროპარლამენტის
სამოქალაქო თავისუფლებათა,
მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში (LIBE) კენჭისყრა 5
სექტემბერს გაიმართება. ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს LIBE-ს
კომიტეტის თავმჯდომარემ კლაუდე მოარესმა განუცხადა.
„ანგარიშის ავტორი გამოცდილი მომხსენებელი მარია გაბრიელია.
კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებით წინასწარ პროგნოზს ვერ გავაკეთებ,
მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ საკითხის მიმართ ჩვენს კომიტეტში
პოზიტიური დამოკიდებულებაა. რა თქმა უნდა, ერთი ან ორი სახელმწიფო
ტრადიციულად დააყენებს საკითხებს, რომლებიც უვიზო მიმოსვლას
უკავშირდება. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების თაობაზე
კომიტეტში კენჭისყრა ემთხვევა დროს, როდესაც ვცდილობთ, ამ ნაბიჯით
ახლო ურთიერთობები დავამყაროთ ჩვენს სამეზობლოში მყოფ
სახელმწიფოებთან. ეს არ არის ცალმხრივი გზა, პასუხისმგებლობას ორივე
მხარე იღებს“, - აღნიშნა კლაუდე მოარესმა.
ოქტომბერში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხს,
კომიტეტში კენჭისყრის შემდეგ, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე
გაიტანენ.
მასალის გამოყენების პირობები