ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტს ხელი სექტემბერში მოეწერება
პარიზში, საქართველოს საელჩოში, ლევილის შატოს მამულისა და
ქონების საქართველოსათვის გადმოცემის
დასკვნითი ნოტარიული ხელმოწერის წინა შემაჯამებელი სხდომა გაიმართა.
მას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა
დუმბაძე თავმჯდომარეობდა. ინფორმაციას მინისტრის აპარატი
ავრცელებს.
ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის ნოტარიულ აქტზე საბოლოო
ხელმოწერის თარიღად სექტემბრის ბოლო დეკადა დასახელდა. ცერემონიალიც
ლევილის შატოს მამულში გაიმართება.
სხდომა ხუთი საათი გაგრძელდა, მხარეებს შორის შეთანხმდა ლევილის
გადმოცემის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებები და სხვა ტექნიკური
დეტალები.
პარიზში გამართულ სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები, მათ შორის,
საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან - საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თეა წულუკიანი.
მასალის გამოყენების პირობები